|
2020-10-06 13:39:42, 709 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება - სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებას წარმოადგენს
სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნა წარმოადგენს იმ უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებას, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო 2018 წელს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა, აშშ-მა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მკაცრად დაგმეს ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე. „დარწმუნებული ვართ, რომ ერთ დღესაც, როცა სირიაში დღევანდელი არალეგიტიმური რეჟიმის არსებობა დასრულდება და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაადგება, ეს უკანონო გადაწყვეტილებაც გადაიხედება და სირია დაუბრუნდება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაფუძნებული საერთაშორისო სამართლის ჩარჩოს“, - აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სირიის დედაქალაქ დამასკოში აფხაზეთის ე.წ საელჩო დღეს გაიხსნება. დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაქცია უკვე ჩავიდა სირიაში. ცნობისთვის, სირიამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)