|
2020-10-06 12:10:54, 403 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელ მისიას შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით, საქართველოში შეხვედრები დაიწყო. COVID-19-ის გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, რიგით მე-7 შემფასებელი მისია ვირტუალურ რეჟიმში მუშაობს. ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან გამართული შეხვედრისას, მხარეებმა, ძირითადად, ისაუბრეს მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, რომელსაც უნდა დაეყრდნოს 2021 წლის პოსტპანდემიური ბიუჯეტი. როგორც ცნობილია, შემფასებელ მისიას, სექტემბერში წინ უსწრებდა სსფ-ის წარმომადგენელთა შეხვედრები მთავრობის წევრებთან, რომლის დროსაც მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა პანდემიის სოციალური და ეკონომიკური გავლენის შეკავების თვალსაზრისით. ასევე, ხაზი გაუსვა სტრუქტურული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას, რათა შენარჩუნდეს საქართველოს საშუალოვადიანი ზრდის პოტენციალი და მოხდეს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. სსფ-ის მისია ვირტუალურ ფორმატში 2 კვირის განმავლობაში იმუშავებს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)