|
2020-10-05 15:26:47, 657 ნახვა
პოლიტიკა
თბილისის მერიასთან ჯარიმების გასაპროტესტებლად მისული „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ დაჯარიმდა
თბილისის მერიასთან ჯარიმების გასაპროტესტებლად მისული „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ დაჯარიმდა. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით, „სტატეგია აღმაშენებელმა“ თბილისის მერიასთან დღეს აქცია გამართა და მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები თვითნებურად განათავსა. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ისევ დაჯარიმდა 1000 ლარით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1503 მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სავენტილაციო სისტემის, ბანკომატის, სარეცხის საშრობის, გისოსის, ჯიხურის, დახლის ან/და სხვა მსუბუქი კონსტრუქციის თვითნებურ მონტაჟს ან/და განთავსებას. სწორედ ამავე მუხლით დაჯარიმდა პოლიტიკური პარტია რამდენიმე თვის წინ, რაც მათ გაასაჩივრეს მერიის იურიდიულ სამსახურში, მაგრამ საჩივარი არ დაკმაყოფილდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში. ცნობისთვის, თბილისის მერიასთან ხმაურია. აქციაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" აქტივისტები და დეპუტატობის კანდიდატი, პაატა მანჯგალაძე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სულ დაკავებულია 4 პირი. აღნიშნული პირები სისხლის სამართლის კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)