|
2020-10-05 13:08:01, 434 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - არჩევნების გადადებაზე საუბარი არ არის
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველ გუნდში არჩევნების გადადებაზე საუბარი არ არის. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 31 ოქტომბრამდე პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაატარონ საარჩევნო კამპანია მშვიდ, თავისუფალ და თანაბარ პირობებში. „არჩევნების გადადებაზე საერთოდ საუბარი არ არის. არჩევნები ჩატარდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში პარტიებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაატარონ საარჩევნო კამპანია მშვიდ, თავისუფალ და თანაბარ პირობებში. იმისათვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და ერთმანეთის სიცოცხლე, ყველაზე მთავარია ელემენტარული რამის გაკეთება, პირბადის ტარება. ეს არის ყველაზე მეტად დამცავი საშუალება იმისა, რომ ერთმანეთი არ დავაინფიციროთ. ადამიანი, რომელიც ხმის მისაცემად შევა, ცხადია, პირბადით იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)