|
2020-10-04 18:43:18, 427 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების” ლიდერები „შეღავათიანი აგროკრედიტის” მხარდაჭერით შექმნილ ცხოველების საკვების მწარმოებელ კომპანიაში იმყოფებოდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა ცხოველების საკვების მწარმოებელი კომპანია დაათვალიერეს.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში 2020 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს. საწარმოში ცხოველების, ფრინველებისა და თევზებისათვის პროდუქტს თერმული დამუშავებით აწარმოებს. საწარმოს წარმადობა 12 საათში 5 ტონას შეადგენს. ამჟამად მასში 15 ადამიანია დასაქმებული.
აღსანიშნავია, რომ საწარმო ერთადერთია საქართველოში, რომელიც თევზის საკვებს აწარმოებს და ის სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა.
საწარმოში განხორციელებული ინვესტიცია 900 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 600 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)