|
2020-10-03 14:03:18, 575 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ვართ ქვეყანა, სადაც ჩინოვნიკები ფუფუნებაში ცხოვრობენ, ხალხი კი უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისშია
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე, ბიუჯეტის ახალ პროექტს ეხმაურება. ბაქრაძის თქმით, დღეს საქართველო არის მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა, სადაც ბიუროკრატები ყოველდღიურად მდიდრდებიან, ხოლო ხალხი ყოველდღიურად ღარიბდება. „დღეს ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა, სადაც მთავრობა, ჩინოვნიკები, მინისტრები ცხოვრობენ ფუფუნებაში, ხოლო ხალხი არის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში. წარმოდგენილი ბიუჯეტი ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ სწორედ ასე აპირებს გააგრძელოს ქვეყნის მართვა მომავალ წლებში, ამიტომ არის საჭირო გარდამტეხი ცვლილებები და გარდამტეხი ცვლილება, რომელსაც „ევროპული საქართველო“ სთავაზობს ამ არჩევნებზე ხალხს, გახლავთ სწორედ ამის შეცვლა, ნაკლები კეთილდღეობა და ფული მთავრობას და მეტი კეთილდღეობა და ფული ხალხს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ვალდებულებით 2 მლრდ. ლარით უნდა შემცირდეს მთავრობის, ჩინოვნიკების, მინისტრების ხარჯი და ამ 2 მილიარდით გაორმაგდეს პენსია, სოციალური და დევნილთა დახმარებები. ეს არის ის გარდამტეხი ცვლილებები, რამაც ქვეყანას უნდა მოუტანოს ამ არჩევნებმა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)