|
2020-10-01 20:28:08, 627 ნახვა
პოლიტიკა
31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო-ში პარტიული სია 52-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა
ცესკო-ს თავმჯდომარისთვის რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პარტიული სიების წარდგენის ვადა დღეს 18:00 საათზე ამოიწურა, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარტიული სიების წარდგენის შემდეგ იწყება პარტიული სიების შემოწმების პროცესი. წარმოდგენილ დოკუმენტაციას შესაბამისი სამსახური შეამოწმებს და ცესკო-ს თავმჯდომარეს წარუდგენს დასკვნას არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა. თუ პარტიული სია შეესაბამება კანონმდებლობას, ცესკო-ს თავმჯდომარე არაუგვიანეს 6 ოქტომბრისა გაატარებს სიას რეგისტრაციაში, ხოლო ხარვეზის დადგენის შემთხევაში, საარჩევნო სუბიექტს მიეცემა კანონით დადგენილი სამდღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. ბოლო მონაცემებით 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული 58 საარჩევნო სუბიექტიდან, პარტიული სია ცესკო-ს თავმჯდომარეს წარუდგინა 52- მა, მათგან ორი ბლოკი და 50 პოლიტიკური პარტიაა. საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც დღეს 18:00 საათამდე არ წარმოადგინეს პარტიული სია, კანონმდებლობის შესაბამისად, გაუუქმდებათ საარჩევნო რეგისტრაცია.
საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებზე მიღება გრძელდება
სეს: 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღვკვეთეთ
2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა - გადაკვალიფიცირდა მუხლი
ვეფხია კასრაძე მადლობას უხდის თანამებძოლებს, ვინც დაბადების დღე მიულოცა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)