18:34 - 04 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 15:06:44, 471 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ კახიძე ვახტანგ გომელაურს ურჩევს, ჩაიხედოს საკუთარი უწყების ოფიციალურ სტატისტიკაში

„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ კახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იკლო.

ოთარ კახიძის თქმით, მინისტრი ცდილობს უტიფრად შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში და ამაზე მეტყველებს უწყების ოფიციალური სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, ყველა სახის დანაშაულის რიცხვი გაზრდილია.

„შინაგან საქმეთა მინისტრს მე ვურჩევ, რომ ჩაიხედოს საკუთარი უწყების ოფიციალურ სტატისტიკაში და იქ ნახავს, რომ დანაშაული სიცოცხლის წინაარმდეგ, 900 შემთხვევიდან გაიზარდა 2300 შემთხვევამდე. დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ, 4600 დან გაიზარდა 11 000-მდე. დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, 13 000 დან გაიზარდა 25 000 -მდე. ეს წერია პოლიციის ოფიაციალურ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში და შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოება ასე უტიფრად არ უნდა შეიყვანოს შეცდომაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics