|
2020-09-21 16:28:45, 606 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა სააკაშვილზე - ერთი კვირაც ვერ გაძლო, რომ თავისი რეალური სურვილი არ გამოეჩინა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებს ეხმაურება. გიგი უგულავას თქმით, სააკაშვილმა ერთი კვირაც ვერ გაძლო, რომ არ გამოეჩინა თავისი რეალური სურვილი. „სამწუხაროდ აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადება ვიხილეთ, ბატონმა სააკაშვილმა ერთი კვირაც ვერ გაძლო, რომ არ გამოეჩინა თავისი რეალური სურვილი, ის რაც საზოგადოებას სთავაზობს, ანუ საკუთარ თავს პირველ პირად, ეს უკვე არის წარსული, სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის პირველი პირი და შესაბამისად, 2020 წელს, მისი თავიდან შეთავაზება არის უბრალოდ წარსულის შეთავაზება. ივანიშვილს სურს შეინარჩუნოს სტატუს-კვო, ანუ ის ჭაობი, სადაც მან ქვეყანა ჩაიყვანა, ხოლო სააკაშვილი სთავაზობს წარსულს. ქვეყანას კი სჭირდება მომავალი, გარდამტეხი ცვლილებები მომავლისაკენ. აქედან გამომდინარე, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ენმ და ქართული ოცნება თავის მიმართებებსა და სურვილებში ხშირად ერთმანეთს ემსგავსებიან”, - განაცხადა გიგი უგულავამ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)