|
2020-09-21 12:10:47, 552 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ქვეყანაში სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარებისა და მშვიდობის გარანტი მხოლოდ „ქართული ოცნებაა“
ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და რაც მთავარია, უნდა იყოს მშვიდობა და სიმშვიდე, ამის გარანტი მხოლოდ „ქართული ოცნებაა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძის და ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენაზე ხარაგაულში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან ეს გამარჯვება ძალიან სჭირდება საქართველოს. „მოგესალმებით! მინდა, პირველ რიგში დღევანდელი დღე - ღვთისმშობლობა მოგილოცოთ და მადლობა გადაგიხადოთ აქ მობრძანებისთვის! დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი კარგად ხედავს, რომ 2012 წლიდან, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ხოლო ეკონომიკური განვითარებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რათა ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა. სახელმწიფო ზოგადად რეგიონებზე და კონკრეტულად, თითოეული მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს ახორციელებს. შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტშიც, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, თუ სხვა. რასაკვირველია, ამ წარმატებების კვალდაკვალ, ჩვენს წინაშე დიდი გამოწვევებია, გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ. პროგრესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს, ამავდროულად კი თითოეული თქვენგანი უნდა გრძნობდეს, რომ მის გვერდით საკუთარ მოსახლეობაზე მზრუნველი, ეფექტური მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება დგას. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ გამარჯვებას, რადგან ეს გამარჯვება ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ქვეყანაში უნდა გაგრძელდეს სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება და რაც მთავარია, უნდა იყოს მშვიდობა და სიმშვიდე. ამის გარანტი არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა - პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო". ჩვენ, ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით უნდა შევქმნათ წარმატებული ისტორიები. ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ხარაგაული იყოს წარმატებული, ზოგადად იმერეთის რეგიონი იყოს წარმატებული. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“, - აღნიშნა კალაძემ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)