|
2020-09-20 21:16:11, 552 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი: მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხებისა და ჩემი სამომავლო ხედვების შეჯერება, აუცილებლად უკეთეს ეფექტს მოგვიტანს
,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანმა მოსახლეობასთან შეხვედრები ახალსოფელსა და ჯუმში გამართა. ,,დღევანდელ შეხვედრებზე ჯუმსა და ახალსოფელში ადგილობრივებთან იმ პროგრესზე ვისაუბრეთ, რაც მათ სოფელსა თუ უბანში გვაქვს, თუმცა ყველას ბევრად მეტი გვინდა და ამისთვის ერთობლივ მუშაობაზე შევთანხმდით. კომუნიკაციის ამ ფორმას უპირატესობას სწორედ იმიტომ ვანიჭებ, რომ მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხებისა და ჩემი სამომავლო ხედვების შეჯერება, აუცილებლად უკეთეს ეფექტს მოგვიტანს. ამ სოფლებში ჩვენი ხელისუფლების პირობებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებია განხორციელებული და სამუშაოები ახლაც აქტიურად მიმდინარეობს" - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. სოფელ ჯუმში 50 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი შენდება. ასევე იგეგმება ჯუმი-ახალსოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციასაც. ჯუმში გამართული შეხვედრის შემდეგ კანდიდატი ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივები შიდა გზების რეაბილიტაციის საჭიროებაზე ამახვილებენ ყურადღებას, მათ მუნიციპალიტეტის ამ მიმართულებით არსებული გეგმა მერმა გააცნო. რეაბილიტირებულია მეზობელ სოფელ ოფაჩხაფუსთან დამაკავშირებელი გზაც.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)