|
2020-09-19 18:32:18, 605 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - 2012 წლის შემდეგ, უძრაობიდან ქვეყანა მნიშვნელოვნად განვითარდა
„2012 წლის შემდეგ, უძრაობიდან, ქვეყანა და მათ შორის წყალტუბო მნიშვნელოვნად განვითარდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, იმ აღმშენებლობასთან ერთად, რომელიც მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, განვლილი 8 წლის განმავლობაში, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენს წინაშე, საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული, მშრომელი მომავლის იმედით აღსავსე ხალხის წინაშე წარდგომა. შეუძლებელია არ აღფრთოვანდე უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტით, გამორჩეული ბუნებით, იმ უდიდესი პოტენციალით, რომელიც ამ ულამაზეს ქალაქს წყალტუბოს გააჩნია. შეუძლებელია მომავლის უდიდესი იმედი არ გაგიჩინოს ამ ქალაქში მიმდინარე სამუშაოებმა, რომელიც წყალტუბოს, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში კვლავაც ერთ-ერთ გამორჩეულ კურორტად, ტურისტულ ცენტრად აქცევს და მთლიანად მუნიციპალიტეტს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ამის გარანტი, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, უანგარო ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა. წყალტუბოს აღმშენებლობა ათობით ათას სამუშაო ადგილს შექმნის, წყალტუბოს კი ასობით ათასი ტურისტის მიღება შეეძლება, რაც განვითარებულ ტურიზმს, ეკონომიკას, მეტი სიმდიდრის გაჩენას ნიშნავს. აუცილებელია ითქვას, რომ წყალტუბოს აღორძინების პროექტი თავისი მასშტაბებით, იმდენად გამორჩეულია, რომ, ეკონომიკური თვალსაზრისით, მთელი იმერეთის რეგიონზე მოახდენს უდიდეს პოზიტიურ გავლენას. განვითარება და ადამიანზე ზრუნვა, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ამოსავალი წერტილია, რასაც ყველაზე უკეთ, დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ხედავს. მარტივად შესამჩნევია, რომ 2012 წლის შემდეგ, უძრაობიდან, ქვეყანა და მათ შორის წყალტუბო მნიშვნელოვნად განვითარდა. იმ აღმშენებლობასთან ერთად, რომელიც მუნიციპალიტეტში ახლა მიმდინარეობს, განვლილი 8 წლის განმავლობაში, მსხვილი ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური და სოციალური პროექტები თუ პროგრამები განხორციელდა, რამაც მოსახლეობას მცირე ბიზნესის კეთების გამარტივებული შესაძლებლობა, დამატებითი სამუშაო ადგილები და მეტი კეთილდღეობა შეუქმნა. კარგად გვესმის, რომ წარმატებების კვალდაკვალ, ჩვენს წინაშე კვლავაც უამრავი გამოწვევაა, არსებობს პრობლემები, რომლებიც ერთად, აქტიური თანამშრომლობით უნდა დავძლიოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფერში თითოეული თქვენგანის როლი, მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული ადამიანის როლის არის მნიშვნელოვანი. მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ და დარწმუნებული ვარ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, აუცილებლად გავიმარჯვებთ! გავიმარჯვებთ ერთიანი ძალისხმევით, ერთმანეთის მხარდამხარ და ეს არი იქნება მხოლოდ პარტიული გამარჯვება, ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი კანდიდატის გამარჯვება, ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება”, - განაცხადა კალაძემ.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)