|
2020-09-14 11:24:26, 1460 ნახვა
პოლიტიკა
NDI - მოსახლეობის 59%-ს არ გადაუწყვეტია, არჩევნებში ვის მისცემს ხმას
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 59%-მა არ იცის ხმას ვის მისცემს. 36%-ს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, 3% აცხადებს რომ არ იცის, ხოლო 1%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა. მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელსაც ხმას მისცემდა ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს. მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია, მათ შორის 17% აქვს „ქართულ ოცნებას“, 5% „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე 5% სხვა პარტიებს. გარდა ამისა, მოსახლეობის ის 73%, ვინც ამბობს, რომ არჩევნებზე აუცილებლად წავა, 39% ამბობს, რომ არ იცის ხმას ვის მისცემს, 24% კითხვაზე პასუხს არ სცემს, 21% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 5% - არც ერთ პარტიას. 4% აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და 6% სხვა პარტიებს. „ინდივიდუალური პარტიების მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება. ამ გამოკითხვისა და არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება, რადგან არჩევნების ბედი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევაზე იქნება დამოკიდებული“, - აღნიშნულია NDI-ს კვლევაში. აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.
ქარელის და მასრნერულის საბავშვო ბაღებში ბავშვებს საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცს აჭმევდნენ
ქართველმა და ესპანელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ვალენსიაში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
არქიმანდრიტი დოროთე - შიო მესამეს თავისი დარღვეული სწავლება სისრულეში მოჰყავს
ნარმანია: წინასწარი შეფასებით, II სისტემური ავარიის მიზეზი იმერეთის ხაზზე ავარია იყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)