|
2020-09-11 14:34:35, 2415 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფო კომპანია „რაფაელს“ შორის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფო კომპანია "რაფაელს" შორის შეთანხმება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, საჰაერო თავდაცვით დანადგარებს სრული აღდგენა და მოდერნიზაცია ჩაუტარდება. შეთანხმების გაფორმებამდე, საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისა და საჰაერო თავდაცვითი სისტემების განახლების საკითხები თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის თავდაცვის უწყების დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო კომპანიის „რაფაელის“ წარმომადგენლებთან განიხილა. მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე და სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს, მათ შორის საუბარი შეეხო პირადი შემადგენლობის გადამზადებასა და შესაბამისი ტრენინგების გავლას. „რაფაელის მოწინავე თავდაცვითი სისტემების“ კომპანია ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის იარაღის, სამხედრო და თავდაცვითი ტექნოლოგიების გაუმჯობესებასა და წარმოებაზე მუშაობს, ასევე აწარმოებს ექსპორტსაც. ავიაციის განვითარების საკითხებზე თავდაცვის უწყებაში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ავიაციის პარკის მოდერნიზების საკითხებზე ირაკლი ღარიბაშვილი „ელბიტ სისტემების“ წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა თანამედროვე რადიო-ელექტრონული სისტემებით საფრენი აპარატების აღჭურვის საკითხებზე იმსჯელეს, რაც საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას უზრუნველყოფს. “ელბიტ სისტემები“ მაღალი ტექნოლოგიების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სისტემების განვითარებაზე მუშაობს და თავდაცვითი უსაფრთხოების სისტემებს აწარმოებს. შეხვედრებს ასევე, დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილე ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი სერგო ნინუა.
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
ჩაქვში მატარებელმა 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
თელავის ქორწილში მომხდარი ინციდენტის მონაწილე პირის ადვოკატმა ვიდეოთვალთვალის ჩანაწერი გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)