23:21 - 04 Aug, 2026
|
2020-09-10 20:45:29, 2948 ნახვა
პოლიტიკა
სპორტიდან პოლიტიკაში - დავით კაჭარავა და ვიქტორ სანიკიძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან
„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ყოფილი წევრი ვიქტორ სანიკიძე და რაგბის ნაკრების ყოფილი წევრი, დავით კაჭარავა მოხვდნენ. მმართველმა გუნდმა საარჩევნო სიის პირველი ოცეული დღეს, მთაწმინდის პარკში გამართულ პრეზენტაციაზე წარადგინა. შეგახსენებთ, რომ დავით კაჭარავამ კარიერა ორი დღის წინ დაასრულა, ის საქართველოს რაგბის ნაკრების რეკორდსმენია ჩატარებული მატჩების მიხედვით. საქართველოს ნაკრებში 2006 წლიდან დღემდე 122 თამაში ჩაატარა და 25 ლელო გაიტანა. მას ოთხ მსოფლიო თასზე (2007, 2011, 2015, 2019) აქვს ნათამაშები. დათოს ბორჯღალოსნებთან ერთად 11-ჯერ აქვს მოგებული რაგბი ევროპის ჩემპიონატი. ბოლო სანაკრებო მატჩი მან 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარა.
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
BOG-ის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე ისაუბრა
ჩაქვში მატარებელმა 35 წლის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
თელავის ქორწილში მომხდარი ინციდენტის მონაწილე პირის ადვოკატმა ვიდეოთვალთვალის ჩანაწერი გამოაქვეყნა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)