|
2020-09-03 22:15:43, 2536 ნახვა
პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნები ავღანეთში COVID 19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდება
საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნები ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში COVID 19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდება.
შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. განკარგულების თანახმად, არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად, საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციების შესრულების მიზნით, დაკომპლექტდება სპეციალური ჯგუფები (სპეცჯგუფები) არაუმეტეს 12-12 წევრის შემადგენლობით.
არჩევნები ორ საარჩევნო უბანზე (№1 ბაგრამის საარჩევნო უბანი - „ბაგრამის საავიაციო ბაზა, №2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი - „ბაზა მარმალი”) გაიმართება.
სპეცჯგუფის წევრები ავღანეთში გამგზავრებამდე გაივლიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს APO AE 09356- “COVID 19 სავალდებულო კარანტინის ინდივიდუალურ სერტიფიკატ“-ში მოცემული კარანტინის გავლის წესის შესაბამისად. კარანტინის დასრულების შემდეგ კი ჩაიტარებენ PCR ტესტს. ისინი სავალდებულო კარანტინს საქართველოში დაბრუნების შემდეგაც გაივლიან.
ავღანეთში კენჭისყრა გაიმართება 2020 წლის 31 ოქტომბერს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე საქართველოს დროით. სპეცჯგუფის მიერ შესაბამის საარჩევნო უბანში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურები.
შედეგების შეჯამებისთანავე, სპეცჯგუფი შესაბამისი შემაჯამებელი ოქმის ფოტოასლს ელექტრონულად გაუგზავნის ცესკოს. შედეგები შეჯამდება ცესკოს მიერ სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების შედეგებთან ერთად.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)