|
2020-09-02 14:31:03, 2440 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომელიც ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებს აწესებს
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებს აწესებს. კანონპროექტს მხარი 74-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი არცერთი წავიდა. კანონპროექტის თანახმად, იმ მოქალაქეს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ან წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს, საქართველოდან გასვლის უფლება არ ექნება. თუ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზე დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის სივრცის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მას შეიძლება ასევე უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე, თუ არ გააჩნია - ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც გაცემულია უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში და რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების დღისთვის არანაკლებ სამი თვეა. ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული წესები და პირობები 2021 წლის 1-ელ იანვრამდე შს მინისტრმა უნდა დაადგინოს. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება 2018 წელს მოხდა. დღეს კი ის პარლამენტში მესამე მოსმენით განიხილეს.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)