01:47 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 12:41:12, 2296 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ყველამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნებზე ამომრჩეველთა მიმართ რაიმე სახის ზეწოლა დასჯადია და ეს სასჯელი უფრო მკაცრი იქნება

ყველამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნებზე ადამიანთა, ამომრჩეველთან მიმართ რაიმე სახის ზეწოლა არის დასჯადი და ეს  სასჯელი უფრო მკაცრი იქნება ვიდრე იყო გუშინ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.​

მისი თქმით, ხელისუფლებას სრული რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ არჩევნები გამჭირვალედ და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდეს.

„საარჩევნო ცვლილებები, ზომების გამკაცრება,  თუკი ადამიანების მიმართ რაიმე ზეწოლა განხორციელდა არჩევნების წინ, არც უნდა იყოს საჭირო დემოკრატიულ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენი ოპონენტების მიერ, ამის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გვავალდებულებს, რომ პასუხი გავცეთ მათ ამ ბრალდებებს და არა მარტო ბრალდებებს. ზოგადად, ყველამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნებზე ადამიანთა, ამომრჩეველთან მიმართ რაიმე სახის ზეწოლა არის დასჯადი და ეს  სასჯელი უფრო მკაცრი იქნება ვიდრე იყო გუშინ. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ხელისუფლება არა მარტო განწყობილია არამედ, სრული რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს გამჭირვალედ და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით“, - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics