01:48 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-01 12:19:51, 2286 ნახვა

პოლიტიკა
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში საარჩევნო სიების დაზუსტებისთვის გაწეულ სამუშაოებს დადებითად აფასებს

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიამ (ODIHR EOM) საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას, რომელიც, წინა წლების მსგავსად, კვლავ დადებითად არის შეფასებული.

სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ მონაცემთა ბაზების დახვეწის მიზნით სააგენტომ სამუშაოები განახორციელა ფოტოსაძიებო სისტემის დახმარებით, ბაზიდან დუბლირებული და გარდაცვლილთა მონაცემების პროაქტიულად ამოღებით, მოქალაქეების უფასო დოკუმენტაციით უზრუნველყოფისა და ფოტოების მიღება/განახლებით. ანგარიშის თანახმად, მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას შეხვედრების მონაწილეთა უმეტესობამ ამომრჩეველთა სიების სიზუსტის მიმართ საერთო ნდობა გამოხატა. 

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის  არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო გარემოს შესწავლის მიზნით მიმდინარე წლის 3-8 აგვისტოს შეხვედრები გამართეს როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics