|
2020-08-27 15:11:26, 3443 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ კახიძე - სააკაშვილი არ არის ის ფიგურა, რომლის გარშემოც შესაძლებელია ფართო პოლიტიკური კონსენსუსი შედგეს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ არის ის ფიგურა, რომლის გარშემოც შესაძლებელია ფართო პოლიტიკური კონსენსუსი შედგეს. კახიძე სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეცდომები წინა ხელისუფლებას აქვს დაშვებული, რომელიც წინა ხელისუფლების შეცდომებთან შედარებით სრულად ასიმეტრიულია. „მიხეილ სააკაშვილი არის ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური დევნილი, რაც აქვს დადასტურებული პირდაპირ ინტერპოლის გენერალურ სამდვინოს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული ბრალდებები შეთითხნილია. რაც შეეხება შეცდომებს, შეცდომები აქვს დაშვებული წინა ხელისუფლებას, მაგრამ ივანიშვილის შეცდომებთან და დანაშაულებთან მიმართებაში, ჩემი აზრით, აქ არის სრული ასიმეტრია. ამავე დროს, მინდა, ყველას ვუთხრა, თუ კი რაიმე მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ჩვენ ქვეყანაში ბოლო 20 წლის მანძილზე, ეს უკავშირდება 2004-2012 წლების პერიოდს, ეს იყო უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა, რა თქმა უნდა, შეცდომები იყო დაშვებული, ოღონდ არა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, არამედ წინა ხელისუფლების მიერ, მათ შორის ჩვენც ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ როგორც შეცდომებზე, ისე მიღწევებზე, ჩვენ გააზრებული გავაქვს წარსულის გამოცდილება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, რა აქვს გააზრებული, ეს უნდა კითხოთ მას და მე ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ბრუნდება.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)