04:08 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-25 16:11:17, 2537 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარიამ კრემლის მხრიდან, „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ პროკურატურას პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.

ხოშტარიას თქმით, პროკურატურამ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხი უნდა გამოიძიოს.

„აქ არის ძალიან დეტალურ ინსტრუქციებზე საუბარი, თუ როგორ ავალებენ რუსეთიდან „პატრიოტთა ალიანსს“ საქართველოში შუღლის გაღვივებას, სიძულვილის გაღვივებას, ანტიდასავლურ პროპაგანდას, ოპოზიციური პარტიების დაშავებას და რაც მთავარია, აქედან ასევე იგზავნება ადამიანების დოსიეები პირდაპირ კრემლში და ასევე, ამ ყველაფერში „პატრიოტთა ალიანსი“ იღებს კონკრეტულ თანხებს. აქ საუბარია ორ ეპიზოდზე: ერთი 700 ათასი და მეორე 8 მილიონი მთლიანად საარჩევნო კამპანიაზე. არანაირი განცხადების შეტანა არ სჭირდება იმას, რომ პროკურატურა მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე საგანგებოდ უნდა იწყებდეს გამოძიებას ძალიან ბევრი მუხლით. რა თქმა უნდა, თუ თავად არ დაიწყეს გამოძიება მივმართეთ კონკრეტული მოთხოვნით, რომ ამ ანგარიშში მოყვანილ საზარელ ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 აგვისტოს მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დოსიე გაავრცელა, რომლის თანახმად „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კრემლი პირდაპირ ეხმარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics