|
2020-08-19 00:21:51, 1254 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - პირველი ევროპელების სამშობლო სწორედ დმანისია, დღეს კი, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა
„პირველი ევროპელების სამშობლო სწორედ დმანისია, დღეს კი, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დმანისში ყოფნისას განაცხადა. „დღეს, „ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი დმანისში მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს. ჩვენ ვიმყოფებით ადგილზე, რომელიც საქართველოს უძველესი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი საუნჯეა. სწორედ დმანისის რეგიონში, გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა უძველესი ადამიანების, ჰომინიდების ნაშთები, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი ევროპელები ცხოვრობდნენ. პირველი ევროპელების სამშობლო სწორედ დმანისია, დღეს კი, ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო იქნება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა, სადაც ხალხს ღირსეული ცხოვრების პირობები ექნება როგორ ქალაქში, ასევე სოფლად. ამ მიზნების მისაღწევად, პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ" თქვენთან ერთად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად მოიტანა. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და განვითარებული ეკონომიკა, რასაც ჩვენმა გუნდმა მყარი საფუძველი ჩაუყარა და განვითარების სწორ რელსებზე დააყენა ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვჭირდება განათლებული და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალა, რისთვისაც „ქართულმა ოცნებამ" ბიუჯეტის მეოთხედი გამოყო. ჩვენი გუნდის მთავარი მიზნები სწორედ განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობაა, რასთან ერთადაც ყველა იმ სფეროს განვითარებისა და ეფექტურობის გაზრდაზე ვიმუშავებთ, რომლებშიც „ქართულმა ოცნებამ" ვითარება უკეთესობისკენ კარდინალურად შეცვალა, იქნება ეს ჯანადაცვა, სოფლის მეურნეობა, თავდაცვა, საგარეო მიმართულება თუ სხვა.
„ქართული ოცნება" არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მუდმივად უსმენს ხალხს, ზრუნავს მათზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გლობალურ თუ ლოკალურ გამოწვევებს ეფექტურად პასუხობს და უმკლავდება. დარწმუნებული ვარ, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებით გამორჩეული მუნიციპალიტეტის მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ. ყველა დმანისელი, დამოუკიდებლად მათი ეთნიკური, რელიგიური, თუ სხვა ტიპის განსხვავებებისა ერთიანია იმაში, რომ ამ მშვენიერ მხარეს დიდი პოტენციალი აქვს, რომ ამ პოტენციალის რეალიზება ყველამ ერთიანი ძალისხმევით უნდა შევძლოთ. დარწმუნებული ვარ, დმანისის და ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს მომდევნო წლების განმავლობაში ერთად ავაშენებთ, ერთად დავხვდებით ყველა გამოწვევას და ერთად ვიზეიმებთ საქართველოს წარმატებას ! ერთად ჩვენი ქვეყნის, საქართველოს წარმატებისთვის !“ , - განაცხადა კახა კალაძემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)