|
2020-07-28 15:45:50, 2620 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - მაქსიმალურად უნდა წავიდეთ კომპრომისების გზით და პარტიული ინტერესები უკან გადავდოთ
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ ხელისულებას ერთიანი ფრონტის არსებობა დაანახოს. მისივე თქმით, თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში მიღწეულ შეთანხმებას არაფერი ემუქრება. „ის ექვსი ოლქი, რაც შეთანხმებულია, იმას არაფერი ემუქრება და იმედია, რომ ამას არავინ არ გადახედავს. ძალიან მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ვაჩვენოთ, რომ ერთიანი ფრონტი არსებობს. იმისათვის, რომ დავამარცხოთ სიღარიბე და უმუშევრობა ქვეყანაში, უნდა გვესმოდეს ყველას, რომ აღმშენებლობის პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არის დღეს პოლიტიკურ ველზე. ჩვენ კიდევ უფრო დიდი ამოცანები გვაქვს წინ, ეს არის კოალიციური მთავრობის ფორმირება, ხალხზე ზრუნვა. მაქსიმალურად უნდა წავიდეთ კომპრომისების გზით, ყველამ უკან უნდა გადავდოთ ჩვენი პარტიული ინეტერესები და წინ წამოვწიოთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ტრამპის ადმინისტრაციამ იმპორტიორებს მიერ უკანონო ტარიფების სახით გადახდილი 100 მილიარდი დოლარი დაუბრუნა
ტულას რეგიონში Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრზე დრონის თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)