|
2020-07-21 17:31:25, 4855 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - აუცილებელია მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება
აუცილებელია მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, - ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. დეგნანმა ისაუბრა ოკუპანტი რუსეთის მიერ გატაცებულ საქართველოს მოქალაქეებზეც და აღნიშნა, რომ მსგავსი საკითხები IPRM-ის შეხვედრებზე უნდა განიხილოს და გადაწყდეს. „ფუნდამენტური საკითხია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა. ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარს მტკიცედ უჭერს. ასევე, მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატსაც. მექანიზმები არსებობს და მათი ეფექტური ამოქმედებით, აუცილებელია მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. როგორც უკვე აღვნიშნე, მექანიზმები არსებობს“, - განაცხადა ელჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)