|
2020-07-16 12:10:20, 3635 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაასრულოს პროვოკაციული ქმედებები
შეშფოთებულები ვართ ბოლო დროს საქართველოს მხრიდან რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირების გამო, - აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მიუხედავად სერიოზული პროვოკაციული დარღვევებისა თბილისში, სამწუხაროდ მორიგ ჯერზე ცდილობენ, მოაწყონ პოლიტიკური სპექტაკლი და პასუხისმგებლობა დააკისრონ სხვებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაასრულოს პროვოკაციული ქმედებები და განცხადებები, გამოიყენოს ყველა შესაძლო დიალოგის ფორმატი რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის დისკუსიები და ასევე, კარასინ-აბაშიძის არაფორმალური მოლაპარაკებების ფორმატი, რათა არსებული პრობლემები კონსტრუქციული გზით გადაიჭრას“, - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია დაჩქარებული წესით დაიწყოს მოლაპარაკებები თბილისსა და სოხუმთან, ასევე ცხინვალთან საზღვრის დელიმინაციასა და დემარკაციაზე. ამასთანავე, უწყება ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებებს და მათ „პროვოკაციულს“ უწოდებს. „ცალკე გვინდა აღვნიშნოთ პროვოკაციული კომენტარები აშშ-ის დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ, რომლებიც უკვე ტრადიციულად, როგორც ამერიკულ მანერას შეეფერება, საქმეში გაურკვეველნი, ამართლებენ ქართველებს და მთელს ბრალს რუსეთსა და ცხინვალს სდებენ. ყველაფერი ეს ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციას“, - წერია განცხადებაში.
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)