|
2020-07-15 14:18:45, 2639 ნახვა
პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
2020 წლის 15 ივლისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიანი მისიას ასრულებს. ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტების როლს ქვეყნის განვითარებაში, მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროსაბჭო და საქართველო გააგრძელებენ თანამშრომლობას არსებული საკანონმდებლო ჩარჩოების გასაუმჯობესებლად. თავის მხრივ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს წარმატებული თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მხარეებმა მიმოიხილეს იმ პროგრამების მიმდინარეობა, რომელსაც ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი (CEB) აფინანსებს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs), ასევე, საჯარო ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის სფეროში. ისაუბრეს „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდის პროექტის" შესახებ, რომლის მიზანია, თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-გამაგრება და აღნიშნულ სკოლებში ენერგო ეფექტურობის გაზრდა. შეხვედრის დასასრულს, ფინანსთა მინისტრმა დიპლომატს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობისთვის და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)