|
2020-07-11 15:28:08, 4940 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების მიზნით
ევროკავშირი დადებითად აფასებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების მიზნით. ამის შესახებ ევროკომისიის რიგით მესამე ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა. დოკუმენტში შეფასებულია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების მიზნით დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად აღებული ვალდებულებების შესრულებას. დოკუმენტში დადებითადაა შეფასებული ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენციის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ეხება გვარის შეცვლის წესის ცვლილებას და იმ მსჯავრდებული პირების ქვეყნიდან გასვლის რეგულაციების გამკაცრებას, რომელთა მიმართაც გამოყენებულია არასაპატიმრო სასჯელი. ანგარიშში, ასევე, საუბარია ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ანგარიშის თანახმად, საქართველო აგრძელებს ანტიკორუფციული ღონისძიებების გატარებას, რომლებიც ეფუძნება 2019-2020 წლების საქართველოს ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და მისი განხორციელების 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმას. სტრატეგია და სამოქმედო გეგმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შემუშავდა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიულ დოკუმენტებზე მუშაობისას გათვალისწინებულ იქნა დასავლეთის მოწინავე ქვეყნების გამოცდილება, საერთაშორისო მისიების რეკომენდაციები, არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები და ანალიზი. ევროკომისიის ანგარიში ხელმისაწვდომია ელექტრონულ მისამართზე: https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/IP_20_1327?fbclid=IwAR3uLuYQdyz4BLop4OG5HnBv8oZNq7lVh63ofOq-ftPn3myRRnrBGi0cWg4
პენტაგონის ხელმძღვანელი უარყოფს, რომ აშშ-ს რაკეტების მარაგი ამოეწურა
"ყაზბეგის" საზღვარზე ₾143 817-ის ოქროს ზოდების უკანონოდ შემოიტანეს - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერისტეტებში სრულად დაფინანსდებიან - სამინისტრო
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეები დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)