13:44 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-30 16:27:06, 2216 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ 2020 წელს ინიცირიებული სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურ ფაზაშია შესული.

თავდაცვის მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფებში მიმდინარე სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებს პერიოდულად ეცნობა. ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილი აღმოსავლეთ საქართველოს  მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე იმყოფებოდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. 

თავდაცვის მინისტრმა უწყების წარმომადგენლებთან ერთად  გორსა და მცხეთაში პირველი ქვეითი ბრიგადის გაფართოებული და განახლებული შტაბის შენობა და მიმდებარე ტერიტორია, ასევე მე-11 და მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონებისა და მე-14 შერეული მექანიზებული ბატალიონის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. წლის ბოლომდე  მე-11 და მე-14 ბატალიონების დისლოკაციის ადგილზე  სასადილოსა და საცხოვრებელი ყაზარმის მშენებლობა დასრულდება. ირაკლი ღარიბაშვილი დაბა საგურამოში მდებარე ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრობისას თავდაცვის მინისტრს აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ უმასპინძლა და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა რეკრეაციული ზონისა და სტადიონის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორიაც მოინახულა.

2020 წელს სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფარგლებში განახლდება და გარემონტდება 197 ყაზარმა, 52 სასადილო, 23 მულტიფუნქციური მრავალმიზნობრივი გარე რეკრეაციული მოედანი და შიდა სპორტული დარბაზი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics