14:34 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-29 18:26:55, 1832 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - თავს ვთვლი პასუხისმგებლად, რომ არჩევნებამდე სტაბილურად მისვლისთვის ყველაფერი გავაკეთო

„მე ვთვლი ჩემს თავს პასუხისმგებლად, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ სტაბილურად მივიდეთ არჩევნებამდე“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება პროგრესისა და დემოკრატიისკენ გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი.

 „დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად ყველა უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებას, რამეთუ ესაა ჩვენი პროგრესისა და დემოკრატიისკენ გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი და სერიოზული ნაბიჯია იმ არჩევნების დღისკენ, რომელიც გველოდება ოქტომბერში. მე ვთვლი ჩემს თავს პასუხისმგებლად, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ სტაბილურად მივიდეთ არჩევნებამდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რის შედეგადაც აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევიდა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics