14:33 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-29 11:09:51, 1288 ნახვა

პოლიტიკა
ოხანაშვილი - საკონსტიტუციო ცვლილებებში დანაშაულებრივი ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობის“ მონაწილეობა, არაფრის მომცემი არ იქნება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში დანაშაულებრივი ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობის“ მონაწილეობა, არაფრის მომცემი არ იქნება.

მანვე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას მმართველი გუნდი როგორ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, ასევე პლენარულ სხდომაზეც დაუჭერს მხარს.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, ასევე პლენარულ სხდომაზე. საარჩევნო სისტემის ცვლილება ემსახურება ჩვენი ქვეყნის შემდგომ მშვიდობიან, სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას. რაც შეეხება დანაშაულებრივ ორგანიზაცია „ნაციონალურ მოძრაობას“, მათი მონაწილეობა არაფრის მომცემი არ იქნება. მათ უკვე საერთაშორისო დონზე მოიჭრეს თავი იმ შეთანხმებიდან გასვით, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ მათ მონაწილეობა მიეღოთ და მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებას მესამე მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics