|
2020-06-26 21:47:35, 2083 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - „ქართული ონცება“ 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობით მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაზე უარს აცხადებს
„ქართული ონცება“ 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობით მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაზე უარს აცხადებს“ , - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტში ვრცლად იყო საუბარი გავრილოვის ღამეზეც და მის შედეგებზეც. „ამ დოკუმენტში საუბარი არის ვრცლად, როგორც გავრილოვის ღამეზე და შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, ასევე 8 მარტის შეთანხმებაზე და აღნიშნულია, რომ ამ შეთანხმების ნაწილია პოლიტპატიმარი გიორგი რურუას გათავისუფლება საპატიმროდან და შესაბამისად ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ არ არსებობს არანაირი ეჭვი, იმასთან დაკავშირებით, რომ 8 მარტის შეთანხმების პირობით გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს. მე ვერ წარმომიდგენია უფრო ძლიერი პოლიტიკური გზავნილი ჩვენი მთავარი სტრატეგიული მოკავშირისგან, ვიდრე მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივის დაყენება ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, რომელიც გვეუბნება, რომ დღეს 8 მარტის შეთანხმების ჩავარდნა პირდაპირ უქმნის საფრთხეს ჩვენ სტრატეგიულ ურთიერთობებს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მე მინდა მოვუწოდო ქართულ ოცნებას და ივანიშვილს, ან თქვენ შეასრულებთ 8 მარტის შეთანხმებას გაათავისუფლებთ გიორგი რურუას და მოგვცემთ შესაძლებლობას მხარი დაუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ან თქვენ ღიად აცხადებთ, რომ მათ შორის სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღარ არის პრიორიტეტული“,- განაცხადა სალომე სამადაშილმა. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების დოკუენტში ნათქვამი იყო რომ შეთანხმების მიუხედავათ გიორგი რურუა ისევ პატიმრობაში რჩება.
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
კახა კალაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე: ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, ადამიანების უსაფრთხოებაც კი სპეკულაციად აქციოს
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)