|
2020-06-17 11:50:23, 1318 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე ეროვნულ ბანკს ანტიმონოპოლიური მექანიზმების გამოყენებისა და მოქალაქეებზე სესხის პროცენტის ჩამოწერისკენ მოუწოდებს
„ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეროვნულ ბანკს ანტიმონოპოლიური მექანიზმების გამოყენებისა და მოქალაქეებზე სესხის პროცენტის ჩამოწერისკენ მოუწოდებს. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული მექანიზმის გამოყენება და სასესხო პროცენტის ჩამოწერა აუცილებელი, რათა ქართულმა ეკონომიკამ ამოისუნთქოს. „ხელში მიჭირავს 2 დოკუმენტი. ერთი ეს არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბანკების მოგება საკუთარ კაპიტალთან მიმართევასი, ხოლო მეორე მხრივ საქართველოს ბანკის რეპორტი. ევროკავშირში საშუალოდ 10%-იანი მოგება ითვლება ბანკებისთვის საუკეთესო მაჩვენებლად და ალბათ გაინტერესებთ რამდენია საქართველოში. 26% დააფიქსირა 2019 წელს საქართველოს ბანკმა. საშუალოდ საქართველოში 25%-იანი მარჟის მოგებით მუშაობს საბანკო სექტორი. ეს ციფრები მიუთითებს, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულია მონოპოლიური კარტელი, რომელიც ძარცვავს უბრალოდ თითოეულ მოქალაქეს. მე მივმართავ ახლავე ეროვნულ ბანკს და ვეუბნები ბატონ გვენეტაძეს. ყველა ვღარიბდებით, ყველა უმძიმეს ვითარებაში ვართ. ეს ციფრები მიუთითებს, რომ არის საბანკო სექტორში რესურსი ჩამოიწეროს პროცენტი 3 თვით და 6 თვით გადავადებულ სესხებზე და შემდგომში განახევრდეს საპროცენტო განაკვეთი. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ქართულმა ეკონომიკამ ამოისუნთქოს. როდემდე უნდა იყოს მონოპოლიების მფარველი? მივმართავ ბატონ გახარიას, ნუ კი დადიხართ და ნუ კი იპრანჭებით ტელევიზიით, არამედ საქმე გააკეთეთ. დღეს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აწუხებს სესხის პროცენტი. ქართული ბიზნესის აბსოლუტური უმრავლესობა არის გაკოტრების ზღვარზე, ამასობაში ქართული საბანკო სექტორი კვლავ წევს ზემოგებას. მოგიწოდებთ, დაუყონებლივ გამოიყენეთ ანტომონოპოლიური მექანიზმები და ჩამოიწეროს სესხის პროცენტი მოქალაქეებზე. არ შეიძლება, რომ პენსიონერი 35-36%-ს იხდიდეს სესხში, არ შეიძლება, რომ ბიზნესი იხდიდეს 15-20-25% სასესხო განაკვეთს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)