|
2020-06-17 11:47:25, 1371 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა - მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის აუცილებლობის გაუქმებისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიესალმება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის აუცილებლობის გაუქმებასთან დაკავშირებით. საუბარია მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ ნებართვა გერმანიაში მგზავრობისათვის, კონკრეტული მიზნით, იქნება ეს სამსახურებრივი გარემოება, განათლების მიღება/გაგრძელება, მკურნალობა, 15 ივნისიდან მოხსნილი აქვთ კარანტინის გავლის ვალდებულება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის პანდემიასთან მიმართებაში არსებული დადებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველო არ შედის რობერტ კოხის ინსტიტუტის [ინფექციურ დაავადებებზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ფედერალური ჯანდაცვის საჯარო დაწესებულება] მიერ გამოქვეყნებულ იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც რისკის შემცველად ითვლება და გერმანიაში ამ ქვეყნებიდან ჩასული მგზავრები სავალდებულო წესით ექვემდებარებიან კარანტინში გადასვლას. „მინდა მადლობა გადავუხადო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას, მათ შორის პირადად გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანს თომას ბარაისს, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ მქონდა ონლაინ შეხვედრა, საქართველოს აღიარებისთვის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის კარანტინის აუცილებლობის გაუქმების გამო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტიანი იყო და ამ ეტაპზეც სწორად ვმართავთ ვითარებას. ვიმედოვნებთ, რომ მალე საქართველოში გერმანელ ტურისტებსაც ვუმასპინძლებთ, რომლებიც უსაფრთხოდ შეძლებენ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან თომას ბარაისთან ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლისა და ტურისტულ სექტორში თანამშრომლობის აღდგენის საკითხები რამდენიმე დღის წინ პირადად განიხილა. ონლაინ შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები.
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)