|
2020-06-16 17:54:24, 1308 ნახვა
პოლიტიკა
გაბუნია - სახელმწიფო უწყებებიდან არავინ დამკავშირებია, არც გამოკითხვაზე ვარ დაბარებული
სახელმწიფო უწყებებიდან არავინ დამკავშირებია, არც გამოკითხვაზე ვარ დაბარებული , - ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის" ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ „ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც მის უსაფრთხოებაზე, ზრუნავდა, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იყო. „სახელმწიფო უწყებებიდან მე რეალურად არავინ არ დამკავშირებია, ერთადერთი ვინც შემიძლია ვთქვა ეს ასე იყო მაშინაც და ახლაც, რომელმაც მაშინაც შემომთავაზა, თუ დაცვა გჭირდებათ დაგინიშნავთო და ახლაც ნინო ლომჯარია პირადად დამიკავშირდა და მითხრა, რომ თუ რამე დაგჭირდა შენს გვერდით ვარო. სხვა მხრივ არანაირი კონტაქტი ჩემთან არავის არ ჰქონია, არც გამომძიებელს, არც გამოკითხვაზე ვარ დაბარებული" — განაცხადა გიორგი გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დააკავეს რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეკ ბოკოვი, მას ბრალი სსკ-ის 362-ე მუხლით წაუყენეს, რაც ყალბი დოკუმენტების დამზადებას, შენახვას და გამოყენებას გულისხმობს. გუშინ ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა. მან აღნიშნა, რომ ბოკოვი საქართველოში გიორგი გაბუნიას ლიკვიდირების საკითხზე იმყოფებოდა და ეს რამზან კადიროვის დავალებით იგეგმებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)