20:25 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-15 21:56:19, 1398 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ბუნებრივია, არჩევნებში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, რაზეც უკვე კამათიც არ ღირს

ბუნებრივია, არჩევნებში   „ქართული ოცნება"  გაიმარჯვებს, რაზეც უკვე   კამათიც არ ღირს , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში, თუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, არჩევნები 45-დან 60 დღემდე ვადაში დაინიშნება.

"ჩვენ, მთელი გუნდი  საკონსტიტუციო ცვლილების შეთანხმებულ ცვლილებებს დავუჭერთ მხარს და ჩვენს ამომრჩევლებთან ვიქნებით პირნათელი. მეორე - შევხედავთ სიტუაციას. თუ არ იქნება უაღრესად კრიტიკული სიტუაცია პანდემიის თვალსაზრისით, საერთოდ არ ვილაპარაკებთ არჩევნების თარიღის  არანაირ გადაწევაზე , რადგან ჩვენი ინტერესია, ჩატარდეს არჩევნები წესისა და რიგის მიხედვით, როგორც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული.

შესაბამისად, ეს არის მექანიკური პასუხი კითხვაზე, თუ რა იქნება კრიზისული სიტუაციის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამასაც  კი დიდი სიმულაციები მოაყოლეს და ამასაც კი   სპეკულაციებით ხვდებიან. ჩვენ როგორც კრიზის-მენეჯმენტს ვახორციელებდით აქამდე, შევეცდებით, ჩვენს გმირ ექიმებთან ერთად  ბოლომდე ასე  განვახორციელოთ, მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ იქნა და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მხოლოდ რაღაც პერიოდით შეიძლება გადაიწიოს არჩევნები", --განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
ენმ-ში ყრილობა დასრულდა, შეიქმნა დროებითი მმართველობის საბჭოს ორგანო, ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics