|
2020-06-14 17:04:22, 2263 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - ნებისმიერ სცენარში, ოქტომბერში თუ დეკემბერში, „ოცნება“ წავა პოლიტიკური სცენიდან
ნებისმიერ სცენარში, ეს ოქტომბერში იქნება, დეკემბერში თუ ნოემბერში, „ოცნება“ წავა პოლიტიკური სცენიდან, - ასე გამოეხმაურა „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე არჩევნების თარიღის შესაძლო გადატანის საკითხზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებას. ხაზარაძის განცხადებით, ნებისმიერ სცენარში, ეს ოქტომბერში იქნება, დეკემბერში თუ ნოემბერში, „ოცნება“ წავა პოლიტიკური სცენიდან. „იმდენი ტყუილი მოვისმინეთ ხელისუფლებისაგან, რომ ქართულ საზოგადოებაში ნდობა აქვს დაკარგული. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მოქმედებით და ნაბიჯებით რეპუტაცია ისე შეილახა, საქართველოშიც და მსოფლიო დონეზეც, რომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მათ არ გაუჭირდებათ, მორიგი ტყუილი თქვან. მათი მხრიდან მოულოდნელი არ იქნება, თქვან, რომ სადღაც ისევ იფეთქა ეპიდემიამ და ამიტომ მოგვიწია არჩევნების გადადება. მაგრამ მე მათ მინდა ვუთხრა: ნებისმიერ სცენარში, ეს ოქტომბერში იქნება, დეკემბერში თუ ნოემბერში, „ოცნება“ წავა პოლიტიკური სცენიდან, იმიტომ რომ მათ ამოწურეს მორალური, ეთიკური, ადამიანური და ყველა სხვა რესურსი, რაც კი შეიძლება ჰქონოდათ ამ 8 წლის განმავლობაში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ Covid-19-ის მეორე ტალღა 31 ოქტომბრამდე იქნება, შესაძლოა არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)