|
2020-06-14 15:00:29, 2244 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კანდელაკი - როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, „ქართული ოცნება“ განწირულია ოპოზიციაში გადასასვლელად
როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, „ქართული ოცნება“ განწირულია ოპოზიციაში გადასასვლელად, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. მისი თქმით, ამ ეტაპზე არჩევნების გადადების ობიექტური საფუზველი არ არსებობს. „ყოველგვარ სპეკულაციას, არჩევნების გადადების შესახებ ობიექტური საფუძველი არ გააჩნია. ჩვენი აზრით, კონსტიტუციით დადგენილ დროს, ოქტომბერში უნდა გაიმართოს, იმდენად აშკარაა საზოგადოების კონსენსუსი აუცილებლობაზე, რომ შეიცვალოს „ქართული ოცნება“ პროდასავლური მთავრობის კოალიციური ძალებით, სადაც გადანაწილებული და დაბალანსებული იქნება ხელისუფლება. თეორიულად შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ, მთავარი არის ის, რომ როცა არ უნდა ჩატარდეს არჩევნები, „ქართული ოცნება“ განწირულია ოპოზიციაში გადასასვლელად“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. ცნობისთვის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ Covid-19-ის მეორე ტალღა 31 ოქტომბრამდე იქნება, შესაძლოა არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)