|
2020-06-13 21:49:34, 1821 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძის განცხადებით, თუ Covid-19-ის მეორე ტალღა 31 ოქტომბრამდე იქნება, შესაძლოა არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს
უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ Covid-19-ის მეორე ტალღა 31 ოქტომბრამდე იქნება, შესაძლოა არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს. „შეიძლება არ მოგვცეს გარკვეულ ვითარებაში არჩევნების ჩატარების საშუალება. თუ ასეთი ვითარება დადგა და მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, ამ შემთხვევაში შეიძლება აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. ბუნებრივია თუ ეს მოხდა ოქტომბერში და აუცილებელი გახდა ამის საჭიროება, ამ შემთხვევაში ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები და ჩატარდება პირობითად დეკემბერში და ეს არსებით საფრთხეს არ შეუქმნის დემოკრატიულ პროცესს. თეორიულად ეს შესაძლებელია. თუ 21 ნოებრამდე არ იქნება მეორე ტალღა, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ტარდება არჩევნები, მაგრამ თუ 31 ოქტომბრამდე მოუწია მეორე ტალღა ამ შემთხვევაში სასწორზე დგას ორი რამ - ეპიდემიის გავრცელება და არჩევნების ჩატარების თარიღი“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)