|
2020-06-13 15:43:39, 1860 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერიას განცხადებით, საერთო საარჩევნო სიის შექმნის იდეა, უდროო ინიციატივაა
დიდი იმედი მაქვს, რომ საერთო საარჩევნო სიის უდროო ინიციატივა, მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმების ჩასაშლელად არ გამოიყენება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკური ვითარების ორპოლუსიანად დახატვა ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს აწყობს. „პოლიტიკური ვითარების ორპოლუსიანად დახატვა აწყობს ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს. ეს არის მათი ამოცანა და ის არ გამოხატავს რეალობას იმიტომ, რომ ოპოზიცია არის მრავალფეროვანი და ამომრჩევლის წარმოდგენებიც და პოზიციაც არის მრავალფეროვანი. ამიტომ არ უნდა შევუწყოთ ივანიშვილს ამაში ხელი. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უდროო ინიციატივა არ იქნება გამოყენებული საბაბად მაჟორიტარების შეთანხმების ჩასაშლელად“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)