21:22 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-11 12:59:58, 2333 ნახვა

პოლიტიკა
დავიბარებთ უკრაინის ელჩს და მოვთხოვთ განმარტებებს - ზალკალიანი სააკაშვილის განცხადებაზე

დავიბარებთ უკრაინის ელჩს და მოვთხოვთ განმარტებებს - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას .

როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილის გუშინდელი განცხადება უკრაინის მოქალაქის მხრიდან სხვა ქვეყნის, სტრატეგიული პარტნიორის საქმეებსა და საარჩევნო პროცესში პირდაპირი ჩარევაა.

„სწორედ ამის გამო გამოვიწვიეთ ელჩი კონსულტაციებზე და ამის შესახებ ვაფრთხილებდით უკრაინელ კოლეგებს, რომ ეს ძებნილი ადამიანი, რომელიც ინიშნება მაღალ თანამდებობაზე, გააგრძელებდა ჩვენს შიდა პოლიტიკაში ჩარევას. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ამას არ ითვალისწინებს, ჩვენ გამოვთქვით წუხილი და გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები. სააკაშვილის ეს განცხადება, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, არის უკრაინის მოქალაქის მხრიდან პირდაპირი ჩარევა სხვა ქვეყნის, სტრატეგიული პარტნიორის საქმეებსა და პირდაპირ საარჩევნო პროცესში. ამ თემაზე ჩვენ დავიბარებთ უკრაინის ელჩს და მოვთხოვთ განმარტებებს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს მშვიდად უყუროს საქართველოს განადგურებას და ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics