21:21 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-10 14:31:11, 1956 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - ჯერ ჩამოვყალიბდებით მაჟორიტარებზე და საარჩევნო სიასთან დაკავშირებულ კონკრეტულ სახელებს შემდეგ გავახმოვანებთ

ჯერ ჩამოვყალიბდებით მაჟორიტარებზე და შემდეგ გავახმოვანებთ საარჩევნო სიასთან დაკავშირებულ სახელებს და გვარებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილების კონტურები მიღებული არ არის, თუმცა გუნდში გარკვეული მოსაზრებები არსებობს.

„ჩემი აზრით, ძალიან კარგია, როდესაც მმართველ გუნდში ასეთი ერთსულოვნება არის მიდგომებთან, პრინციპებთან ან თუნდაც სიის შედგენასთან დაკავშირებული პრინციპების ირგვლივ. გითხარით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჯერ ჩამოვყალიბდებით მაჟორიტარებზე, რადგან ეს უფრო საჩქარო ამბავია. შემდეგ უკვე, ზაფხულის მიწურულს ალბათ, ჩვენ უკვე გავახმოვანებთ სიასთან დაკავშირებულ კონკრეტულ სახელებს და გვარებს. კიდეც რომ რაღაც გადაწყვეტილებისკენ ვიყოთ წასული, დღეს ამაზე ვერ დაგელაპარაკებით. ჯერ გადაწყვეტილების კონტურებიც არ არის. რა თქმა უნდა, გუნდში მოსაზრებები არსებობს და მიდის ზოგადად განხილვა, მაგრამ გადაწყვეტილებისკენ ჯერ ჩვენ ამ მიმართულებით ჯერ არ წავსულვართ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics