|
2020-06-05 17:47:50, 3104 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ყველა სახის საუბარი ბატონი რურუას გათავისუფლებაზე, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში პირდაპირი ჩარევაა
მე ასე პოზიციებს არ ვიცვლი, ერთხელ ვთქვი, რომ ყველა სახის საუბარი ბატონი რურუას გათავისუფლებაზე, ეს არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა. პრემიერი არ თვლის, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ ჩიხშია შესული. „ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიცია, მე ასე პოზიციებს არ ვიცვლი, ერთხელ ვთქვი, რომ ყველა სახის საუბარი ბატონი რურუას გათავისუფლებაზე, ეს არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, რაც ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი, ეს ერთი. მეორე, საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული საარჩევნო სისტემასთან, არის ამ ქვეყნის მომავლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ცვლილებები. მართლა ვთვლი, რომ პროპორციული არჩევნები ეს არის ის ხარისხობრივი ცვლილება ქართულ პოლიტიკურ სისტემაში, რომელიც მისცემს შესაძლებლობას პოლიტიკური კულტურის ისე განვითარებას, რომ არამხოლოდ პოლიტიკაში, ქვეყნის სხვა სფეროებში, ცხოვრების სხვა სფეროებში უბრალოდ ელიტები შეიცვალონ, პროპორციული სისტემა მისცემს შესაძლებლობას უფრო მეტ ახალგაზრდას, გამოჩნდნენ პოლიტიკაში, რაც ჩემთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეს არის ფასეულობების თემა და ამ ფასეულობებთან დაკავშირებით ვინ როგორ პოზიციას დააფიქსირებს, მათი გადასაწყვეტია. პირდაპირი ტესტი იქნება ეს, ვინ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს მაშინ, როდესაც ვსაურობთ ქვეყნის პოლიტიკური სისტემისთვის ფუნდამენტურ საკითხზე, ეს არის ხარისხობრივი ცვლილება, ეს არის ის ცვლილება, რომლისთვისაც ქართული პოლიტიკური ახალგაზრდობა 90-იანებიდან ამისთვის იბრძოდა. როგორც იქნა, ეს შესაძლებლობა არსებობს და რაღაც სპეკულირება, თან ისეთი ნაბიჯებით, რომელიც აზიანებს ქართულ მართლმსაჯულების სისტემას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის კატეგორიულად მიღებელია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)