|
2020-06-04 17:04:21, 3311 ნახვა
პოლიტიკა
COVID-19-ის პრევენციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიების ფარგლებში, საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე 94 562 594 ლარი დაიხარჯა
COVID-19-ის პრევენციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიების ფარგლებში, შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე 94 562 594 ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ ნათვამია მთავრობის ანგარიშში. მათი ცნობით, აღნიშნული თანხა პირბადეების, სადეზინფექციო ხსნარების, სპეციალური ეკიპირებისთვის საჭირო კომბინიზონების, თერმოსკრინინგისთვის აუცილებელი მოწყობილობების, მედიკამენტების, შენობის დეზინფექციის მომსახურებას, საკარანტინო სივრცეში გადასაყვანად საჭირო 50 ტრანსპორტის დაქირავების მომსახურებას, კვებითი მომსახურებასა და სხვებს მოხმარდა. "2020 წლის 1 მარტიდან 2020 წლის 22 მაისამდე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განსახორციელებლად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან და ორგანიზაციიდან შევიდა 1 646 მომართვა, საიდანაც თანხმობა გაიცა 1 477 მომართვაზე. საგულისხმოა, რომ მთლიანი მომართვების 90% შეეხებოდა ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების - COVID-19-ის გავრცელების აღკვეთის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიების ფარგლებში, გადაუდებელი აუცილებლობის ვითარების გათვალისწინებით, შესაბამისი საქონლისა და მომსახურების შესყიდვას (სახის დამცავი პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები, სპეციალური ეკიპირებისთვის საჭირო კომბინიზონები, თერმოსკრინინგისთვის აუცილებელი მოწყობილობები, მედიკამენტები, შენობის დეზინფექციის მომსახურება, საკარანტინო სივრცეში გადასაყვანად საჭირო 50 ტრანსპორტის დაქირავების მომსახურება, კვებითი მომსახურება და სხვ. - ჯამური ღირებულება 94 562 594 ლარი)", - ვკითხულობთ ანგარიშში.
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)