23:31 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-03 16:14:23, 2949 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული უამრავი საინტერესო თემის გადასაფარად ვრცელდება

გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული უამრავი საინტერესო თემის გადასაფარად ვრცელდება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი პრემიერის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

ჟურნალისტის კითხვაზე, 2020 წლის არჩევნები ჩატარდება თუ არა გიორგი გახარიას პრემიერობის გარეშე, ვოლსკიმ უპასუხა, რომ ამის თაობაზე განცხადება გაკეთდება.

„ინტენსიურად, ყოველი არჩევნების წინ ამორჩეულია რომელიმე პიროვნება, ან პიროვნებათა ჯგუფი, რომელთა მიმართ მიდის ინტენსიური ინფორმაციული შეტევა - გახარია არათუ მიდის, არამედ ოპოზიციურ მოძრაობას ქმნისო. ეს ხდება იმ ინფორმაციის გადასაფარად, რაც თუნდაც, დღეს პარლამენტში იხილება და საუბარია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც უმძიმეს დანაშაულებზე „ნაცმოძრაობის“ პერიოდის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, რაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული ჩვენ უნდა გადავიხადოთ. ამის გადაფარვა მიდის. სხვა მნიშვნელოვანი თემების გადაფარვაც მიდის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics