|
2020-06-03 15:54:10, 2692 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ჩვენი საარჩევნო სია დაფუძნებული იქნება გამოცდილებაზე და ერუდიციაზე
„მხოლოდ კონცენტრირება და აქცენტების გაკეთება ახალ სახეებზე არ იქნება ჩვენი საარჩევნო სიის შედგენის დროს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი -2“-ის ეთერში განაცხადა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოვიდ -19 იყო ერთგვარი გამოცდა ხელისუფლებისთვის, კრიზისული მენეჯმენტის თვალსაზრისით და ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე ეს გამოცდა წარმატებით ჩააბარა. „ახალი სახეც იქნება, გამოცდილი კადრებიც იქნებიან, მათ შორის ჩვენი გუნდიდან, სინთეზში იქნება წარმოდგენილი საარევნო სია, რომელიც ძირითადად დაფუძნებული იქნება გამოცდილებაზე და ერუდიციაზე და ბუნებრივია ამ ყველაფერს ჭირდება ასევე ჟინი იმისა, რომ გინდოდეს ამ ქვეყანას რაღაც კარგი გაუკეთო. ბუნებრივია, იდეალური ხელისუფლება არ არსებობს და არც ჩვენ გვაქვს იმაზე პრეტენზია, რომ იდეალურები ვართ, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი წარმატების ფორმულა იქნება იმაში, რომ დღეს, ოპოძიციაში არ არის მსგავსი ძალაც კი, რომელიც რეალურად და გულწრფელად ზრუნავს მოქალაქეებზე და ამ ქვეყნის განვითარებაზე და შეუძლია ეს. კოვიდ -19 იყო ერთგვარი გამოცდა ჩვემი ხელისუფლების, თუ რამდენად შეუძლია კრიზისულ სიტუაციებში მართოს ქვეყანა და შეუძლია სწორი გადაწყვეტილებები განახორციელოს ხელისუფლებამ და ეს გამოცდა ჩააბარა ამ პირველ ეტაპზე წარმატებით ჩვენმა ხელისუფლებამ",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)