|
2020-05-29 16:09:46, 1401 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი პრემიერს - ხვალ ჩვენ რომ მოგიწვიოთ არ მოხვალთ და „ნაციონალური მოძრაობა“ რომ გიწვევთ მაშინ მოდიხართ - კარგია, ასე გააგრძელეთ
„ნაციონალური მოძრაობა“ რომ გიწვევთ მაშინ მოდიხართ, ხვალ ჩვენ რომ მოგიწვიოთ არ მოხვალთ, კარგია, ასე გააგრძელეთ“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, დღეს პარლამენტში პრემიერის მისვლა საჭირო არ იყო. „მინდა ყველას მოვუწოდო მეტი სერიოზულობისკენ. კარგია, რომ იუმორის ხასიათზე ხართ. იუმორიც საჭიროა ზოგჯერ, მაგრამ არა ამ ვითარებაში. საერთოდ მე მოგიწოდებთ უმრავლესობის და ხელისუფლების წარმომადგენლებს მეტი პატივისცემა გამოვიჩინოთ ერთმანეთისადმი. ბოლო დროს ტერმინოლოგია, რომლითაც მოიხსენიებთ ოპოზიციას, შეცვალოთ. ხან ცირკად მოიხსენიებთ საპარლამენტო დებატებს, ხან პოლიტიკურ მასკარადად, პოლიტიკური კლასის დაყოფა გადაწყვიტეთ გოიმებად და არაგოიმებად. მგონია, რომ ყველაზე დიდი გოიმობა ასეთი აზროვნება და საერთოდ, ასეთი მიდგომა არის. დღეს გრძელდება პოლიტიკური სპექტაკლი. მე ვფიქრობ, საერთოდ არ იყო დღეს პრემიერის მოსვლა პარლამენტში საჭირო. ამომწურავად ისაუბრა. პარლამენტს შეეძლოს ეს საკითხები გაგვეთვალისწინებინა ამ თემატური სხდომის შეკითხვებით და დამთავრებულიყო. ხვალ ჩვენ მოგვიწვევთ და კიდე უნდა მოვიდეთ ხვალაც? ჩვენ რომ მოგიწვიოთ არ მოხვალთ. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ გიწვევთ მაშინ უნდა მოხვიდეთ. კარგია ასე გააგრძელეთ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)