|
2020-05-29 13:16:34, 1238 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე - პრემიერს ვკითხავთ იმ რამდენიმე ტყუილზე, რომელიც 2 დღის წინ იკადრა პარლამენტში
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატს, სერგი კაპანაძე, პრემიერ-მინისტრის კითხვები ისევ ე.წ. ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით აქვს. როგორც მან აღნიშნა, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, მაგრამ ჯერ არცერთი თეთრი არავის აუღია. „ჩვენი ინტერპელაცია პრემიერ-მინისტრთან დღეს ეხება ისევ და ისევ იმ ე.წ ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც მთავრობამ თითქოს წარმოადგინა, მაგრამ ჯერ არცერთი თეთრი არავის არ მიუღია და ეხება ჩვენ მიერ წარდგენილ გეგმას, რომლის არცერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, არც გადასახადების შემცირება, არც საპენსიო თანხების დაბრუნება მოქალაქეებისთვის, არც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, არც სოციალური დახმარებების უფრო თანაბრად და იმ ჯგუფებისთვის მიცემა, ვისაც მართლა სჭირდება, არ გაუთვალისწინებია. გარდა ამისა, ვკითხავთ იმ რამდენიმე ტყუილზე, რომელიც გახარიამ იკადრა 2 დღის წინ, როდესაც პარლამენტში იყო კითხვა-პასუხი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)