00:25 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-29 12:57:11, 1241 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - მომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა გაიმართება

მომდევნო კვირაში ჩვენ უკვე ვგეგმავთ პირველ საჯარო განხილვას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველ საჯარო განხილვას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ხოლო მეორეს, სავარაუდოდ, აჭარის ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემს.

„მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობის ამოწურვის შემდეგ საკონსტიტუციო განხილვის პროცესი აღდგა, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს. მანამდე ეს დრო იყო შერებული. მომდევნო კვირაში ჩვენ უკვე ვგეგმავთ პირველ საჯარო განხილვას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ეპიდსიტუაციის და ჯანდაცვის რეკომენდაციების გამო, ეს ჩატარდება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით. წინასწარ მოხდება მოქალაქეთა შეკითხვების და მათი მოსაზრებების შეკრება და შემდეგ როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია ვუპასუხებთ ამ კითხვებს პირდაპირი ეთერით, რომელიც ასევე იქნება ინტერაქტიული. აღნიშნულ განხილვას მალევე მოყვება მეორე განხილვა, რომელიც ჩატარდება რეგიონში. სავარაუდოდ, აჭარის ტელევიზია უმასპინძლებს. უკვე კონსულტაციები გვაქვს ამაზე დაწყებული. ამის მერე, უკვე ერთთვიანი ვადის ამოწურვის შედეგ გადავდივართ საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვაზე, რასაც მოჰყვება პირველი კენჭისყრა. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მოცემულობით, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში შევძლებთ რომ გამოვიტანოთ სამივე კენჭისყრაზე როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც შემუშავებულია ეუთოს რეკომენდაციების გათვალისწინებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics