|
2020-05-26 13:27:51, 1211 ნახვა
პოლიტიკა
მსოფლიოს სახელმწიფოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
„ჩვენი გულწრფელი მილოცვა საქართველოს მეგობრულ ხალხს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით! მშვიდობის, კეთილდღეობისა და წარმატების საუკეთესო სურვილებით“, - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის მეშვეობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ჩვენ გულწრფელად ვულოცავთ საქართველოს ხალხს და ჩვენს კოლეგებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომლებიც ეროვნულ დღეს აღნიშნავენ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!“, - ალბანეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის მეშვეობით საქართველოს დამოუკიდებლობის დრეს ულოცავს. „საუკეთესო სურვილები და გულწრფელი მილოცვა მეგობრულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. საქართველოს მეგობრულ ხალხს ძლიერ ჯანმრთელობას, წარმატებებსა და მარადიულ კეთილდღეობას ვუსურვებთ“, - ნათქვამია აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ Twitter გვერდზე. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ის მეშვეობით საქართველოს დამოიკიდებლობის დღეს ულოცავს: „ყველაზე გულწრფელი მილოცვა საქართველოს ხალხს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს! ჩვენს მეგობრებს მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ვუსურვებთ!“. მოლდოვას საგარეო და ევროპული ინტეგრაციის მინისტრი პირადი Twitter გვერდის მეშვეობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს: „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! დაე ამ დღემ ჩვენს ქართველ მეგობრებს კეთილდღეობა, წინსვლა და ბედნიერება მოუტანოს!“ „ძალიან თბილი მილოცვა ჩვენს ქართველ მეგობრებს, რომლებიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ! ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი პირადი Twitter გვერდის მეშვეობით საქართველოს ეროვნულ დღეს ულოცავს.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)