|
2020-05-14 17:14:21, 1284 ნახვა
პოლიტიკა
ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივდებათ
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების თანახმად, ავტოიმპორტიორებს, 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა 1 სექტემბრამდე გაუხანგრძლივდათ. ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც ვერ შეძლებენ 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღის განმავლობაში ან მის სხვა საბაჟო პროცედურებში მოქცევას. სატრანსპორტო საშუალების მფლობელი აგრეთვე თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისგან. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია 2020 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევა ან მისი რეექსპორტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე ზემოთაღნიშნული შეღავათები არ გავრცელდება.
გენერალმა ზალუჟნიმ თავი ნატოს მხარდამჭერად მოიხსენია, თუმცა ალიანსში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)